0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,როგორი უხერხულია ვინმეს უთხრა, რომ მე სანქცირებული ვარ და მოდი შენც არ წახვიდე აშშ-ში სასწავლო ვიზიტით.. მოსამართლეს კანონი ავალდებულებს რომ მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს" - ნაზი ჯანეზაშვილი

"სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების მიერ აშშ-ში სასწავლო ვიზიტის გაუქმების თაობაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მოსამართლეს კანონი ავალდებულებს პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად იზრუნოს.

"როგორი უხერხულია ვინმეს უთხრა, რომ მე სანქცირებული ვარ და მოდი შენც არ წახვიდე აშშ-ში სასწავლო ვიზიტით.

ან სოლიდარობის ეს ფორმა, როგორიცაა სასწავლო პროგრამაში არმონაწილეობა, საიდან მოიფიქრეს? მართლა სირცხვილია, სადამდე მივედით. გამოდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და საბჭოს წევრი და გახარებული აცხადებს 3 მოსამართლე არ მიდის სოლიდარობის ნიშნადო. ყველაფერთან ერთად ძალიან ბოროტები არიან საკუთარი კოლეგების მიმართ.

მოსამართლეს კანონი ავალდებულებს რომ მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს, იმიტომ რომ საქართველოს პროფესიონალი მოსამართლეები ემსახურებოდნენ, რომლებიც მუდმივად იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.",- წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები