0 7 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა

„მიშას გათავისუფლების შესახებ განცხადებების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან. გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა მოიფიქრა, რომ ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა რაღაც დროში, ეს გადაწყვეტილება შეცვალა.ეს ყველაფერი უბრალოდ არასერიოზული და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არა უბრალოდ აბსურდული, არამედ სამარცხვინოა.

ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზანი დგას, რაც არის პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ქვეყნის არევა არ გვინდა, ქვეყანაში მშვიდობა გვჭირდება. ჩვენ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები