1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი იქნება მოწინავე, ვინც ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს - ლევან ხაბეიშვილი

"მიხარია, რომ ის ადამიანები ხართ აქ, ვისაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ რუსული პარტია საქართველოში. აქ ის მაჟორიტარები არიან, ვინც „რუსული ოცნება“ დაამარცხა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა, თქვენ ხართ "ნაციონალური მოძრაობა", ვისაც ერთხელ მაინც გყავთ დამარცხებული რუსული პარტია. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის, რუსული პარტიის დამარცხებაში ლომის წვლილს შეიტანს. დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ასეთი მრავალი იქნება, ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე.

ასევე, მინდა გითხრათ ის ამოცანები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვპირდებით პენსიონერებს, რომ 400 ათასამდე პენსიონერს გაუნულდება საპენსიო სესხი, რომელიც კაბალურ პირობებში აქვთ აღებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უფასო კვება.

ივანიშვილი ბიტკოინებიდან მილიარდებს იპარავს და წელიწადში ივანიშვილი-მამაცაშვილი-ხიდაშელი-ფარცხალაძე 10 მილიარდამდე ლარს ჰპარავს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად, ტარიფები იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რა ნიშნულზეც იყო. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაში იხდით 18-22-26 თეთრს, ივანიშვილი კი - 8 თეთრს. ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება, მოვემსახუროთ ჩვენ ხალხს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები