1 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს - მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები