1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში, რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად" - სოფო ჯაფარიძე

უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება - ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს.

"ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ.

„საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ყველას შეეძლება წერილის მოტანა, მოსაზრების გაზიარება, რასაც ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მიიღებს და ყოველდღიურად გასცემს ჩვენს მოქალაქეებს პასუხს. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად და დეტალებს გაგაგებინებთ,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები