0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს - პესკოვი

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების საფუძველი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა უნდა გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაწყვეტამდე მისვლა, რომლის საფუძველიც პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უზრუნველყოფა უნდა იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი აწარმოებს საკმაოდ რეგულარულ და ინტენსიურ დიალოგს და რეგულარულად ცვლის მოსაზრებებს ისრაელთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები