0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Twilight breaking down - უკუათვლა დაწყებულია

ჩამოტვირთვა

თინეიჯერებო და არა მხოლოდ.. უკუათვლა დაწყებულია.. თვაილაითის მსოფლიო პრემიერამდე 22 დღეღა რჩება.. მათ ვისაც ვამპირისა და ჩვეულებრივი გოგონას სასიყვარულო ამბის გაგრძელების მოლოდინში ღამეები არ ეძინათ, სამ კვირაში ფილმის შემქმნელები ბელასა და ედვარდის ქოწინების შემდგომ ცხოვრებას ანახებენ. მათ ვისაც რობერტ პეტინსონზე მეტად, ტეილორ ლოტნერი უყვარს, ფილმის რეჟისორებმა არ დაწყვიტეს გული და ჯეიკობი, ფილმის ამ ნაწილშიც ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირად დატოვეს. ტვიტერის სპეციალურ გვერდზე, თვაილაით ბრეიქინგ დაუნის შემქმნელები და ფილმის მონაწილეები, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შემავალ ვიდეო შეკითხვებს უკვე დღეიდან უპასუხებენ რობერტ პეტინსონის ფანებს კი, მათი შიშველი კუმირის ნახვის საშუალება მიეცემათ. როგორც ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტინსონი ამბობს, ეს მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა... არა იმიტომ რომ მას რაიმეს კომპლექსი აქვს, არამედ იმიტომ რომ მის პარტნიორს ფილმში, ტეილორ ლოტნერს, იმდენად ნავარჯიშები და დახვეწილი ფიგურა ქონდა, რომ მის გვერდზე ის უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა. რობერტ პეტინსონის თქმით, ექსვი თვის განმავლობაში, ის მკაცრ დიეტაზე იყო და ბევრიც ივარჯიშა, აღნიშნული სცენის გადაღების დამთავრებისთანავე კი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - რომ დრო მოვიდა ჭამის და დასვენების. სამ კვირაში მაყურებელი უკვე ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავს. მიუხედავად იმისა რომ ქართულ კინოთეატრებში ფილმის პრემიერა მის მსოფლიო პრემიერას არ დაემთხვევა, ისინი გვპირდებიან, რომ ედვარდისა და ბელას ისტორიის გაგრძელების ნახვის საშუალება, დიდ ეკრანებზე ქართველ მაყურებელსაც აუცილებლად ექნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები