2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი მოჭადრაკე გოგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ჩამოტვირთვა

მერი არაბიძე თვრამეტი წლისაა და ჩემპიონის ტიტულს უკვე მესამედ დაეუფლა. მან ამჯერად, თავისი ქვეყანა ბრაზილიის ქალაქ კალდას ნოვასში გამართულ ჭადრაკის ახალგაზრდულ ტურნირზე ასახელა. პირველად ათი წლის იყო, როდესაც ბავშთა შორის გამართულ მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა, 12 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჭადრაკის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო, ამბობს, რომ პატარაობიდან მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობდა, ისიც გააზრებული ჰქონდა, რომ წინ დიდი შრომა და ბრძოლა ელოდა, თუმცა არ ეშინოდა. ბრაზილიაში ახალგაზრდა ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 8 შეხვედრა მოიგო, ბოლო, მეცხრე ტურში, არაბიძემ აზერბაიჯანელი – ნარმინ კაზიმოვა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ვერცხლის მედალი რუსეთის წარმომადგენელს, ალინა კაშლინსკაიას, ერგო, ბრინჯაო კი - მონღოლეთის წარმომადგენელს. ახალგაზრდა ქართველ მოჭადრაკეს დიდ გამარჯვებას დღეს მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ. ქართველ მოჭადრაკე გოგონას უამრავი ამბიციური გეგმა აქვს. მერი არაბიძე ამბობს, რომ თავის ქვეყანას კიდევ ბევრჯერ ასახელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები