0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა ცხადაძეს ტრიბუნიდან ნასროლი ქვა თავში მოხვდა

ჩამოტვირთვა

ინციდენტი აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში. ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს საფეხბურთო კლუბ "ხაზარის" გულშემატკივრების მიერ ტრიბუნიდან ნასროლი ქვა თავში მოხვდა. შემთხვევის შემდეგ კახა ცხადაძემ მოედანი მედიკოსთა ჯგუფის დახმარებით დატოვა. ინციდენტი აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში "ხაზარი"-"ინტერის" მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. შეხვედრა ბაქოს "ინტერმა" ბაჩანა ცხადაძის გოლით, ანგარიშით 1:0 მოიგო. ქართველი მწვრთნელი ბაქოში მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები