0 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - ქართველი მკლავჭიდელების წარმატება ყაზახეთში

ჩამოტვირთვა

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – სამი მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული – ასეთი შედეგით დაბრუნდნენ საქართველოში ყაზახეთის ქალაქ ალმა–ატაში დასრულებული მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატიდან ქართველი სპორტსმენები. მსოფლიო ჩემპიონი 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მემარცხენეებს შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გენადი კვიკვინია გახდა. 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ვასილ დათუაშვილმა, ხოლო ბრინჯაო 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ალექსანდრე აბუთიძემ მოიპოვა. მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებით კმაყოფილნი არიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ქართველი სპორტსმენები ჩემპიონატზე მსაჯის არაობიექტურობამ დააზარალა, რის შედეგადაც სამივე ოქროს მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. დღეიდან ქართველი მკლავჭიდელები ვარჯიშს კვლავ განაგრძობენ და ახალი წარმატებების მოსაპოვებლად მოემზადებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები