0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ იცვლება ჭამის მადა ორსულობის პერიოდში - დედების რეალური ისტორიები

   ქალების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ჭამის მადა შეიცვალა ფეხმძიმობის განმავლობაში. მათ ახალ, ძლიერ სურვილებთან ერთად ანტიპატიები გაუჩნდათ, მაგრამ ეს მხოლოდ მწნილის და ნაყინის სურვილს არ უკავშირდება. ხუთი ქალი საკუთარ ისტორიაზე და იმაზე მოგვითხრობს, როგორ შეიცვალა მათი მადა ფეხმძიმობის პერიოდში.

ჯენი - 30 წლის ატლანტიდან:

‘’პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, გული არ მერეოდა, მაგრამ ამავე დროს მადაც არ მქონდა. ბავშვივით ვჭამდი ქათამს და შემწვარ ყველს.

მესამე და მეოთხე ტრიმესტრში, სულ შიმშილის გრძნობა მქონდა და ყველაფერს ვჭამდი. ყველაზე მეტად თევზი მინდებოდა. ორსულობის პერიოდში და შემდეგაც მოთხოვნილება ხორცზე გამიჩნდა. კვირაში სამჯერ ხორცს ვჭამდი. ასევე დესერტს ვაყოლებდი საჭმელს ძალიან ხშირად. ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა.

მშობიარობის შემდეგ, მე კვლავ მინდა ისევ ისე ვჭამდე, როგორც ფეხმძიმობამდე. ახლა ბევრ ისეთ პროდუქტს საერთოდ ვეღარ ვჭამ, რაც ადრე მიყვარდა.

ქეითი - 32 წლის ოჰაიოდან

ყველაზე დიდი ცვლილება ჩემთვის ის იყო, რომ მუდმივად ერთ საჭმელზე ვიყავი გადაკიდებული. პირველ ფაზაში პირღებინება მაწუხებდა. მეორე ტრიმესტრში სულ ლიმონის არომატის სასმელს ვსვამდი. ყოველ ჭამაზე ვაყოლებდი მას და ასევე ხშირად მივირთმევდი ღამითაც, თუმცა მაინც არ მყოფნიდა. ფეხმძიმობამდე ლიმონი ასე არასდროს მყვარებია. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ ლიმონი საერთოდ აღარ მომდომებია.

ჰალი - 32წლის ნიუ იორკიდან

ორსულობის განმავლობაში ჯანმრთელი საკვები შემიყვარდა: ფერადი ბოსტნეული, მაგალითად, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, წიწაკა. ასევე მივირთმევდი ავოკადოს და ზეითუნის ზეთს.

ვგრძნობდი, რომ ყველა ვიტამინი ბავშვთან მიდიოდა, განსაკუთრებით პროტეინი, რომელიც ჩემს ენერგიაზეც მოქმედებდა.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ 10 წლის განმავლობაში ყავის დიდი მოყვარული ვიყავი. პირველ ფაზაში გულისრევა მქონდა და ყავაზე უარი ვთქვი, თუმცა ბაშვის გაჩენის შემდეგაც აღარ მინდება მისი დალევა.

ჯილიანი - 30 წლის ნიუ ორლეანიდან

ფეხმძიმობის დასაწყისში თქმაც კი არ მინდოდა "შემწვარი ბოსტნეულის“, მიუხედავად იმისა, რომ ორსულობამდე ის ძალიან მიყვარდა. მანამდე ვჭამდი ტკბილ კარტოფილს, ბროკოლს, მწვანე ლობიოს.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, კვლავ დავიწყე შემწვარი ბოსტნეულის ჭამა, თუმცა იმ ინტესივობით არა, როგორც ორსულობამდე მივირთმევდი.

ლაურა - 34 წლის ორეგონიდან

პირველი ფეხმძიმობის პერიოდში დილით გულის რევა არასდროს მქონია. მეტად ემოციური გავხდი და მალე ვიღლებოდი. ნაყინი მინდებოდა ხშირად, კვირაში ორჯერ-სამჯერ. ავოკადოს ჭამა ყოველ დღე დავიწყე.

  მშობიარობის შემდეგ კი ყველა ცვლილება წარსულს ბარდება და ორგანიზმი კვლავ ჩეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...