მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ განაცხადა.
„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, – თქვა სოფიამ ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ.
მან უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, მოსწონს თუ არა მას ქალად ყოფნა.
„მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თანასწორობის პირობებში გამოვთქვა აზრი“, – აღნიშნა სოფიამ.
სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.
„რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“, – აღნიშნა სოფიამ.
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
კომენტარები