1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მარგველაშვილი ჩემგან კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.

„პროცესი მიდის, მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ. ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს. იმას, რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს, ასეთ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. 

გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც დაასახელა. შესაბამისად, ეს კაცი ჩემგან არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას. რადგან კითხვა დაისვა, საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩემთვის დღესაც საამაყოა. მე ვიყავი მაშინ პრემიერ-მინისტრი, დათო კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც მე ფავორიტ მინისტრად ვასახელებდი და ასეც იყო

როდესაც გაჩნდა კითხვა პროკურატურიდან, მე მისი დაცვა კი არ დავიწყე, მას ვთხოვე, რომ პროკურატურისთვის მიეცა საშუალება და გამოძიების პროცესში გადამდგარიყო, რაც მან გააკეთა კიდეც. რომ არ დარჩეს განცდა, რომ კირვალიძეს ფორმალურად ვასახელებდი ფავორიტად და ჭეშმარიტად სხვა დამოკიდებულება მქონდა, დღესაც ვმეგობრობ კირვალიძესთან და რამდენიმე დღის წინ კიდევ მქონდა მეგობრული შეხვედრა, სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობაც გვქონდა. 

ეს არის ხელწერა, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ გუნდში და ძალიან მეამაყება. როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში შეგვახსენებენ, სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ოპოზიციური ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაზე გადავიდა ბოლომდე და მას იზიარებენ. ამ დროს აქ კითხვა არ უნდა დაისვას. ეს არის ის ხელწერა, რაც ჩვენ მოვიტანეთ და მასშივე ჯდება ე.წ. კაბელების საქმეც. 

ის პერიოდი, როდესაც ერთი გუნდი იყო მარტო თავისუფალი და კანონით პასუხს არ აგებდნენ, გავიარეთ და გადავიტანეთ. იმ ხალხს მისტირის მარგველაშვილი დღეს. სირცხვილია ასეთი პოზიცია, კაცს, რომელსაც პრეტენზია აქვს ან დემოკრატიულობაზე, ან სახელმწიფოებრიობაზე, ან სახელმწიფო მოღვაწეობაზე, კითხვას ასეთი რაკურსით სვამდეს, ცოტა უხერხულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...