ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ო...
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
|
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი „კვირის აქცენტებში“ აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ ბიზნესმენის ინტერვიუ უნდა გასულიყო. ტექსტი წინასწარ იყო დაწერილი, განცხადება კი 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა.
მისი თქმით, ინტერვიუში ბიზნესმენს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უნდა ესაუბრა.
წინასწარ დაწერილი ინტერვიუ :
ზაზა ოქუაშვილი: მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ნულიდან დავიწყე და ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ვკარგავდი. საბიუჯეტო დავალიანება, რასაკვირველია, არის და არასდროს მის გადახდაზე უარი არ მითქვამს, უბრალოდ ეს გამოწვეული იყო დემპინგით და ადგილობრივი წარმოების არასწორი პოლიტიკით. რას ვითხოვდი? ვალის რესტრუქტურიზაციას ვითხოვდი სახელმწიფოსგან რომ წარმოებას ემუშავა და ხალხი არ დარჩენილიყო ქუჩაში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელისუფლების ასეთი ხისტი პოზიცია, იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ ადგილობრივ წარმოებას და დემპინგი გაეჩერებინათ, ულტიმატუმებით მელაპარაკებოდნენ. ფინანსთა მინისტრთან ვიჩხუბე კიდეც. შემოსავლების სამსახურიც მპირდებოდა, რომ აქციზურ მარკებს გასცემდა სახელმწიფო და წარმოება არ გაჩერდებოდა, მაგრამ მანაც ვერაფერი გააკეთა. ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი ვერ დავინახე და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეცნო, რომ ქარხანას აკოტრებდა ხელისუფლება და ათასობით ადამიანი რჩებოდა უმუშევარი. მე დიდი პრესკონფერენციის მოწყობას ვაპირებდი და ცხადია რუსთავი 2-იც საქმის კურსში ჩავაყენეთ. ამ დროს დამიკავშირდნენ გვარამია და მერე სააკაშვილიც და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე. მითხრეს, რომ ძველად შენთან მაგრად შეგვეშალაო და აგინებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მაგის ბრალი იყოო ყველაფერიო. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე და რამე ფაქტი მიმეცა, ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, თუ როგორ გძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ბიჭო, ვინ დაიჯერებს მილიარდერი კაცი ფულს რომ მძალავდათქო. ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა? რა გამიკეთეს ცუდი მეტი, რომ ვინმესთვის რამე მიმეცა თქო?
ჟურნალისტი: გამოდის ივანიშვილს ფული თქვენთვის არ მოუთხოვია?
ზაზა ოქუაშვილი: რა საკვირველია, არ მოუთხოვია, და არც არავისზე არ ვაპირებ ხარკის გადახდას, ხოლო ეს შავი პიარის სცენარები ვისი ხელობაა, თვითონაც მიხვდებით.
ჟურნალისტი: აბა ყიფიანის ჩანაწერები რა იყო, ან თქვენი ინტერვიუ?
ზაზა ოქუაშვილი: ყიფიანი ცალკე თემაა და მაგ კაცთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს, და მაგ საქმეს მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში ჩემი გამოყენების საშუალებას არავის მივცემ, არც ნაცების ინტერესები მაინტერესებს და არც ქოცების. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც რუსთავი 2-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმება, მე ბიზნესმენი ვარ და ჩემი საქმე მეწარმეობაა და არ მინდა ჩემი უამრავი თანამშრომელი და ტელევიზიის ჟურნალისტები ვიღაცის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცნენ. მინდა, რომ ფაბრიკამდა ტელევიზიამ იმუშაოს და სიბინძურე დასრულდეს.
ჟურნალისტი: ეხლა რას აპირებთ ბატონო ზაზა?
ზაზა ოქუაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ბიზნესს შეუძლია და ვაპირებ ბრძოლას ბიზნესის ინტერესების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისათვის. რევოლუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, თუ უნდა რომ ადგილობრივმა წარმოებამ იმუშაოს და ხალხი არ დარჩეს უმუშევარი, მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ამისთვის და თუ შემხვედრ ნაბიჯებს ვერ დავინახავ გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას უცხოეთის სასამართლოებში.
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კ...
“ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არ...
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქ...
FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...
ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
კომენტარები