2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებას არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს გაეცნო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრა გადაიფიქრა.

დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ში დაწერა.

“იმის გამო, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას გავაუქმებ,” - წერს დონალდ ტრამპი.

რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო სენატმაც. კონგრესის ზედა პალატამ რეზოლუციაც მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ მოითმენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:40

    ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავი...

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.  მარია ვან კერხოვემ ჟურნალისტებს განუცხად...

  • 23:12

    მეწყერს 20 ადამიანი ემსხვერპლა...

    ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვ...

  • 23:11

    დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდ...

     აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება.  „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინ...

  • 21:17

    სომხეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამ...

     სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელი...

  • 21:05

    იტალიაში დღე-ღამეში 55 კოვიდინფიცირებული გარდაიცვა...

    იტალიაში 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი კიდევ 318 ადამიანს დაუდგინდა, 55 კი გარდაიცვალა,  სულ ქვეყანაში ვირუსი 233 515 ადამიანს დაუდგინდა, 160 092 გამოჯანმრთელდა, 33 530 კი ვირუსს ემსხ...

  • 11:04

    თუ გუბერნატორები საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოი...

  • 08:35

    არეულობა ამერიკაში - ტრამპის გადაწყვეტილებით მთელ ...

    თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არეულობის აღსაკვეთად დამატებით ფედერალური ძალებს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის პრესმდივანმა...