1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძის ნაცვლად ჯოხი მუშებზე გადატეხეს

გამოძიებამ მთავარი დამნაშავეების ნაცვლად ჯოხი ყაზტრანსგაზ თბილისის რიგით თანამშრომლებზე გადატეხა. 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ პოლიციამ ის მუშები დააკავა, რომლებმაც დიდ დიღომში მდებარე კორპუსი აფეთქებამდე შეამოწმეს. 
ჯერჯერობით არ დაუკითხავთ თბილისის მერი, რომელიც ყაზტრანსგაზ თბილისს არაოფიციალურად ფლობს. 

მართალია, კალაძე უარყოფს იმას რომ ის და მისი ბიზნეს-პარტნიორი ხვიჩა მაქაცარია ყაზტრანსგაზის მესაკუთრეები არიან, თუმცა, ამ დრომდე არ ქვეყნდება ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მეწილეთა დოკუმენტები. 

ეს მაშინ, როდესაც ამ კომპანიას დღემდე კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი მართავს, რომელმაც თითქმის სრულად მოშალა უსაფრთხოების სისტემა, რამაც დაუდევრობის ფაქტების გახშირება და ადამიანთა ტრაგედია გამოიწვია. 

თუმცა, როგორც ჩანს, თბილისის მერს, რომელმაც დღეს სრულიად უპასუხისმგებლო და ცინიკური განცხადებები გააკეთა, მხოლოდ პირადი კეთილდღეობა და მილიონები აღელვებს - თუნდაც ადამიანთა ტრაგედიის ხარჯზე. 

შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიებას მოუწოდებენ დაკითხონ თბილისის მერი და ბოლომდე გამოიძიონ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დეტალები. 

„ჯოხი არ უნდა გადატეხონ მუშებზე. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მათ შორის კახი კალაძეც“, - აცხადებენ ისინი.

თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს რომ კომპანიას, რომლის დაუდევრობის გამოც ადამიანები დაიღუპნენ, სწორედ კახი კალაძე ფლობს - არაფორმალურად.

ხოლო პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს რომ კალაძე და მისი პარტნიორები ყაზტრანსგაზს გასაყიდად ამზადებენ. 

დეპუტატის აზრით, კალაძის მიზანი ყაზტრანსგაზის გაზპრომისათვის მიყიდვაა, რადგან პუტინის პირადი კომპანია მზად არის მასში პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.

რაც შეეხება დაკავებულ მუშებს, მათ სავარაუდოდ, ცოტა ხნით ჩასვამენ ან სულაც გირაოს შეუფარდებენ საზოგადოებაში არსებული სამართლიანი პროტესტის როგორმე განმუხტვის მიზნით (შესაძლოა მატერიალურ დახმარებასაც დაპირდნენ), ხოლო კალაძე და მისი პარტნიორები კვლავ წყნარად გააგრძელებენ ფულის კეთებას - ჩვენი სიცოცხლის რისკის ფასად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...