1 5 : 1 7
 | 

მსოფლიო

თბილისის 50 ერთეული MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მოემსახურება

კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა 50 ერთეული MAN-ის მარკის, ახალი 10-მეტრიანი ავტობუსები გადასცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ავტობუსები მოსახლეობას თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინეს.

2018 წლის ივლისში თბილისის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც თეგეტა მოტორსის შვილობილმა კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა გაიმარჯვა. კომპანია გახლავთ „Man Truck and Bus AG“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„MAN Truck and Bus AG“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

„თეგეტა თრაქ ენდ ბას“-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დედაქალაქს ჯამში შეემატება 90 ერთეული, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსი.

ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მათთვის სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და ავტობუსს გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად.

ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსებს გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე USB-დამტენები. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება უსაფრთხოების უახლეს ევროპულ სტანდარტებს.

MAN Lion’s City M ტიპის ავტობუსები, სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გარდა, გამოირჩევა სამი ექსტრაგანიერი უსაფეხურო ასასვლელის მქონე კარით და დაბალი იატაკით. კარის ასეთი კონცეფცია გაჩერებებზე დაყოვნების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და თბილისის ქუჩების განტვირთვაში შეიტანს წვლილს.

თეგეტა თრაქ & ბასი დაარსდა 2006 წელს, კომპანია სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი ასევე გახლავთ მძიმე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა SCHMITZ CARGOBULL, Meiller Kipper, CIFA და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...