1 5 : 1 5
 | 

მსოფლიო

“ვენდი”-ს რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

“ვენდი”-ს ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო.  საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ  სამ რესტორანში შექმნის.

“სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: “ვენდი”-ს რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია “ვენდი”-ს სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც. “ვენდი”-ს რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით “ვენდი”-ს პიცის კუთხეები ფუნქციონირებენ “ვენდი”-ს ექვს სხვადასხვა რესტორანში და ყველგან გაყიდვების მაჩვენებლები აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან ბუნებრივია შეგვძინა ახალი მომხმარებელი და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე” – აცხადებს “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საწყის ეტაპზე “ვენდი” ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამოდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცა დაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. “ვენდი”-ს პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა  უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი  იდენტურია: 11.40 ლარი. პიცების დაგემოვნება გარდა „ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასაა შესაძლებელი menu.ge და Glovo-ს მიტანის სერვისის მეშვეობით.

“მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება შეეძლებათ “ვენდი”-ს კიდევ სამ რესტორანში. წლის ბოლომდე ასევე დავამატებთ რამოდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც “ვენდი”-ს პიცის მირთმევა  იქნება შესაძლებელი” – აცხადებს გიორგი მშვილდაძე. 

თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია.  სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიყო.    

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...