0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით, არ მინდა კაბინეტში ჯდომა - სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხზე

ახალი რეალობა ქვეყანაში - ასე აფასებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ შექმნილ ვითარებას მიხეილ სააკაშვილი. კიევში ჩასვლისთანავე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამდენიმე უკრაინული ტელეარხის სტუმარი იყო. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის კურსი და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იყო. მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინაში არც ერთი საჯარო სამსახურით და ამ ეტაპზე მონაწილეობას არც საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს. მან უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

"მე განსხვავებულ უკრაინაში ჩამოვედი. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ძველი სახეები მუდმივად იქნებოდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინაში მოხდა ელექტორალური რევოლუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებელია გავლენებისგან და ხალხის გარდა არავის მისცემს საშუალებას მას წესები უკარნახოს. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ მის წარმატებაში. უკრაინამ უნდა გააკეთოს ნახტომი. ცვლილებები ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალიან მოკლე დროში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტრადიციაზე, თითქოს პოლიტიკა მომგებიანი ბიზნესია. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. არ მინდა კაბინეტში ჯდომა, თუმცა მზად ვარ ამ გუნდს, მათ ახალ იდეებს დავუჭირო მხარი. ჩემს პრინციპებს არც ამჯერად ვუღალატებ. არასდროს ვიქნები შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით. მე ვიცი რაც ხდება ახლა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთშიც კი. ეს ქვეყნები დღეს იმედით უყურებენ უკრაინას,"-აცხახდებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...