რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ გახსნა.
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის როლზე, მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის შენარჩუნების აუცილებლობასა და ეროვნულ უმცირესობების სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია. ენის მეორე მთავარი მახასიათებელია ის რომ, ენა ერის კულტურის მატარებელია. ენის გარეშე კულტურა არ არსებობს. ენების წინაშე დღეს მთავარ გამოწვევას გლობალიზაცია და ტექნოლოგიები ქმნიან. ქართული ენა საზღვარგარეთ სახელმწიფოს დროშაა. ქართული დამწერლობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის ცნობადობა იზრდება. ჩვენი მიზანია ქართული კულტურითა და ლიტერატურით, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასთან მიმართებაში ენის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართული დიასპორა ენას დაკარგავს, თავად დიასპორაც დაიკარგება. "დიასპორის აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში დამოკიდებულია ენაზე. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ დიასპორა ჩართული იყოს დისტანციური სწავლების პროგრამებში და გახდეს ხიდი სხვა ქვეყნებთან და საზოგადოებასთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ ს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა არ დაკარგონ საკუთარი ტრადიციები და მშობლიური ენა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა, ქართული ენა მათთვისაც გახდეს მშობლიური ენა.
პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, ეროვნულ უმცირესობებს ჰქონდეთ ყველა საშუალება შეისწავლონ ენა. ენის სწავლება საბავშვო ბაღებიდან უნდა იწყებოდეს და სკოლებსა და უნივერსიტეტებში გრძელდებოდეს. სახელმწიფო ენის ცოდნა უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია. "26 მაისის სიტყვის შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. იქაური მთავრობისაგან იყო რეაქცია, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება და არ მიმდინარეობს რუსიფიკაცია. მათი რეაქცია ცხადყოფს, რამდენად მართალია ეს მძიმე ანალიზი. აფხაზური ენა ასევე ჩვენი დასაცავია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კონფერენცია „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ ერთობლივად მოამზადა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს: “შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თ...
ბრიტანელი ლიენ ბეტელი, რომელიც ტელფორდში ცხოვრობს, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღრუბლებში უცნაური გამოსახულება ჩანს. ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები