2 2 : 0 7
 | 

მსოფლიო

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის. გასაბერი თუ კარკასული?

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ  იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისაკენ გაემართა.  სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს   გინდათ იგრძნოთ წყლის სიგრილე,  მიიღოთ რუჯი ყველასგან განმარტოებით სიწყნარეში, ან მხიარულად გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენების დღეები, საუკეთესო გამოსავალი აუზის შეძენაა. თუმცა რა უნდა გააკეთოთ თუ ეზოს სივრცე პატარაა და არც დიდი თანხების დახარჯვა  გსურთ? საუკეთესო გამოსავალი ამ დროს გასაბერი, ან კარკასული აუზის შეძენაა.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ შეარჩიოთ სწორად კარკასული და გასაბერი აუზები და სად შეიძინოთ ისინი საუკეთესო ფასად.

კარკასული და გასაბერი აუზების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მარტივია მისი მოვლაც და მონტაჟიც, არ საჭიროებს მიწის ამოთხრას და მთელ რიგ სამშენებლო სამუშაოებს.  რაც მთავარია, ბევრად უფრო ეკონომიურია.

იმისათვის რომ გაგვეგო, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად აუზი და რომელი ბრენდია ყველაზე გამძლე და გამოცდილი, საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ ვესტუმრეთ.

როგორც „გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, აუზები უნდა შეირჩეს მომხმარებლის ასაკისა და ეზოს სივრცის მიხედვით. კერძოდ:

0-3 წლამდე ბავშვებისთვის უმჯობესია  15-20 სმ-დე სიღრმის აუზის შეძენა. ასევე სასურველია აუზს ჰქონდეს გადახურვა, რადგან  ბავშვი დაცული იყოს პირდაპირი მზის სხივებისგან. პატარა ზომის გასაბერ აუზებს  „გორგიაში“ 6.85 ლარიდან შეიძენთ, ხოლო გასაბერ აუზს გადაფარვით 41 ლარად. გორგიაში შეგიძლიათ ასევე ნახოთ გასაბერი აუზი წყალქვეშა სამყაროს სურათებით, რომლის ფასია 29.2 ლარი.

3-7 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 50სმ-დე სიღრმის  როგორც გასაბერი, ასევე კარკასული აუზები. „გორგიაში“ სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აუზები დაგხვდებათ, რაც ნამდვილად არ მისცემს ბავშვს მოწყენის საშუალებას. მსგავსი ტიპის აუზებს  გასაბერს 80, ხოლო კარკასულს 211 ლარიდან შეიძენთ „გორგიაში“.                   

7-12 წლამდე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სასურველია 1 მეტრამდე სიღრმის კარკასული აუზი შეიძინოთ, რომელიც სიგრძეში 2-3 მეტრია. ასეთი აუზები კომფორტულია და თავისუფლად ცურვის საშუალებას აძლევს მოუსვენარ ბავშვებს. მსგავსი ტიპის აუზების ფასი „გორგიაში“ 273 ლარიდან იწყება.

გასაბერი აუზი მთელი ოჯახისთვის  გათვლილია რამდენიმე ტონა წყალზე, რაც საკმარისია ერთდროულად 6-7 ადამიანის გასაგრილებლად. შეძენის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ კარკასი უნდა იყოს კოროზიის გამძლე მეტალისგან, რადგან გაუძლოს ერთდროულად რამდენიმე ადამანის თამაშს, არ დაზიანდეს  და  დეფორმირდეს.

 ასეთი კარკასული აუზების სიღრმე 1 მეტრიდან 1.3მ-მდე მერყეობს, სიგრძე კი 3-დან 4.5მ-მდეა. აუზის სიგანე საშუალებას მოგცემთ თავისუფლად იმოძრაოთ და გაერთოთ სხვადასხვა ტიპის წყლის თამაშებით: მაგალითად ფრენბურთი, ყვინთვა და სხვა. საოჯახო აუზები „გორგიაში“ არის სხვადასხვა ზომის, ასევე სასურველი კომპლექტაციებით, სადაც შედის აუზი, წყლის ფილტრი, კიბე, სატუმბი და სარემონტო წებო.  ასევე სასურველია აუზის დასაფენების შეძენაც, რაც უფრო დაცულს ხდის აუზს გარეგანი დაზიანებისგან. დიდი ზომის კარკასული აუზის ფასები მერყეობს 353 ლარიდან 1394 ლარამდე.

 „გორგიაში“ წარმოდგენილი გვაქვს მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ბესთვეის აუზებისა და აქსესუარების დიდი არჩევანი. ჩვენთან შეგიძლიათ აუზების გარდა შეიძინოთ მათი მოვლის ნებისმიერი აქსესუარები, კამერები, წყლის სათვალეები და სხვა აქსესუარები, რაც მთავარია საუკეთესო ფასად მთელი ქვეყნის მასშტაბით. აუზები გორგიას შვიდივე ფილიალშია წარმოდგენილი.“-განაცხადა ჰიპერმარკეტის წარმომადგენელმა.

ასე რომ ეწვიეთ გორგიას, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის აუზები საუკეთესო ფასად და გაუმკლავდით ზაფხულის ცხელ დღეებს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...

  • 12:14

    ეწვიეთ საქართველოს, გააღიზიანეთ პუტინი - CNN-ზე ამ...

    CNN-ზე ამერიკელი ჟურნალისტი ბლოგის აქვეყნებს, სადაც ის მოგზაურებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს. ვილ ქეზქარტი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ის მიმართავს ნებისმიე...