0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დონალდ ტუსკისგან მოისმინა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნეს, რომ საქართველო ამ პლატფორმის ლიდერი ქვეყანაა.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელმაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მათ შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ფასეულობებს ეფუძნება.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ ფორმატებზე, რომლებიც ამ პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული "ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა".

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა მეტის გაკეთების აუცილებლობას. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობებში მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.

მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...