0 6 : 5 5
 | 

მსოფლიო

გიორგი გახარიას 6 ტყუილი - გიგა ბოკერია შს მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

სისხლიან ღამესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სიცრუეს უწოდებს.

ბოკერია ამბობს, რომ გიორგი გახარიამ „ტვ პირველზე“ გაკეთებული განცხადებების დროს მოიტყუა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსი დეპუტატის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ გავრილოვი არ შემოეშვათ, რადგან ის აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.

„განადგურებული, დეგრადიული პოლიტიკური ფიგურის უტიფარი ტყუილები და შეურაცხმყოფელი ტყუილები საზოგადოების. პრაქტიკულად, ყველაფერი მოიტყუა, ოპოზიცია არ გვაფრთხილებდა გავრილოვზეო - „ევროპული საქართველო“, გიორგი კანდელაკი, მერე მეც, დღეებით კი არა კვირებით ადრე ვაფრთხილებდით, რომ მისი შემოშვება იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო - პირველი ტყუილი.

მეორე - სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა არ შემოშვებისო - არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება, თუმცა საფუძველიც იყო, აფხაზეთის ომის მონაწილეა და არასასურველი ფიგურაა და არ უნდა შემოეშვათ.

სამი - დაგეგმილი იყო ეს ყველაფერიო. კობახიძე, რომ გადამდგარიყო პირველ დღეს აქცია მთავრდებოდა საერთოდ. ამის მაგივრად თქვეს, რომ არც განვიხილავთ საერთოდ. ოთხი - თუ უნდოდათ, რომ ნაკლები რისკი ყოფილიყო, პოლიცია, სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ჯებირს გარეთ. თუ ვინმე შეჭრას ცდილობდა პარლამენტში, თუ ვინმე შეიჭრებოდა, დაეკავებინათ რა პრობლემაა. ხუთი - გავაფრთხილეთო, ეს რა უტიფრობაა, სად გააფრთხილეს, დინამიკი ვერ მოიტანეს რომ ხალხს გაეგო ამის შესახებ.

ექვსი - თურმე ათეული, თუნდაც ასი კაცი იქცეოდნენ ძალადობრივად და მეც ვნახე, რომ იქცეოდნენ, დანაშაულს ჩადიოდნენ. რა შუაშია დანარჩენი 10 ათასი?,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ასევე ფიქრობს, რომ ივანიშვილს ეშინია მასზე არ თქვან, რომ სწორედ მისი პირადი ბრძანება იყო ძალის გამოყენება და ამიტომ არ ატოვებინებს თანამდებობას შს მინისტრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...