1 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასე სწრაფად სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულება, ამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში - წოწორია

ასე სწრაფად გადაწყვეტილების აღსრულება, ბუნებრივია, სვამს კითხვებს და გაამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში - ეს განცხადება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ გააკეთა. წოწორიას თქმით, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში თუ მოდავე მხარე არ წავიდოდა დიდ პალატაში, რისთვისაც მას დრო 19 ოქტომბრამდე ჰქონდა.

„ცოტა მეტი განმარტება უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, ცოტა უფრო მეტი დაფიქრება მართებდა, ვინაიდან, საკითხი ეხებოდა ძალიან ფუნდამენტურ საკითხს, როგორიც იყო ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის არსებობის საკითხს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დემოკრატიისთვისაც უკეთესი იქნებოდა თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა ასე მყისიერად. თავისთავად, გადაწყვეტილების ასეთი სისწრაფით აღსრულება, ნამდვილად ამ სიტუაციაში არ გამოიყურება სათანადოდ, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ მთელი ეს პროცესი ემსახურებოდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, იმ ადამიანებს ეჭვი გაუმყარდათ, ვინაიდან ასე სწრაფად გადაწყვეტილების აღსრულება, ბუნებრივია, სვამს კითხვებს და გაამყარებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არსებითი ინტერესი ამ დავის გადაწყვეტის საქმეში.

"ასე, რომ თუნდაც მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ ღირდა და არ იყო სასურველი ამ გადაწყვეტილების ასე სწრაფად აღსრულება. თუმცა, სამართლებრივადაც, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მართლაც ცალსახა პასუხები ამ ყველაფერზე, სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში,“ - განაცხადა ნონა წოწორიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...