2 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გუგუტიანთკარში ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ლაშა დარსალიას განცხადებით, მიმიდნარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მიწის მიტაცება შეაჩერონ. 

კითხვაზე - რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს - "ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ". 

„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით... რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“, - განაცხადა დარსალიამ.

საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერაა.

„გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხი იდგეს პირველ პლანზე და მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - ამბობს დარსალია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...