1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

EMUI 10 მომხმარებელს განახლებულ შესაძლებლობებს სთავაზობს

კომპანია HUAWEI აგრძელებს   ინვესტიციების განახორციელებას EMUI-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად გააუმჯობესოს სისტემის შეუფერხებელი მუშაობა.  სწორედ ამის, დასტურია, რომ სულ ცოტა ხნის წინ კომაპნიამ მომხმარებელს სხვადასხვა მოწყობილობაზე გათვლილ EMUI 10 შესთავაზა,  რომელიც  ამცირებს დანახარჯებს და ზრდის ეფექტიანობას.  

და მაინც, რით გამორიჩევა ახალი ინტერფეისი და რა განახლებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს?  მისი უპირატესობები  დეველოპერულ კონგრესზე იქნა განხილული, სადაც   EMUI 10 HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის განყოფილების პრეზიდენტმა, ვონგ ჩენგლუმ ოფიციალურად წარადგინა.

EMUI 10 გვთავაზობს სამ ძირითად სიახლეს: UX დიზაინს, გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას ყველა გარემოებაში და ოპერაციების შეუფერხებელად შესრულების  ახალ სტანდარტს. მომხმარებლებს.  კვლეებმა აჩვენა, რომ ფერი განსხვავებულად აღიქმება ღია და მუქ ფონზე. შესაბამისად, მუქი ფონი ფერებს და წარწერებს უფრო კონსტრასტულად წარმოაჩენს და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება გამოსაყენებლად. EMUI 10 რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით უზრუნველყოფს   HD ვიდეო ზარების მხარდაჭერას სხვადასხვა მოწყობილობისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ აუდიო და ვიდეო ზარები ნებისმიერ დროსა და ადგილას. ახალ ტექნოლოგიასთან ერთად სამუშაო პროცესიც უფრო გამარტივებულია, მას  შეუძლია   სმარტფონის ეკრანი გაუზიაროს  კომპიუტერს   რათა უფრო სწრაფად და მარტივად წარიმართოს მონაცემთა გაცვლის პროცესი. 

HUAWEI დიდ ყურადღებას აქცევს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს. შესაბამისად,  პროდუქტის გასაუმჯობესებლად კომპანია აქტიურად მუშაობს საიმედო უსაფრთხოების სისტემის შექმნაზეც. 

სმარტ მოწყობილობები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და ამასთანავე იზრდება აპლიკაციების ეკოსისტემა, მოწყობილობათა  და მომხმარებელთა რიცხვი. აქედან გამომდინარე, დეველოპერები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როდესაც უწევთ უამრავი მოწყობილობის ადაპტაცია, მრავალი  ენის გამოყენება და მონაცემთა კონვერტაცია სხვადასხვა მოწყობილობებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში, HUAWEI -ს მობილური ტელეფონების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. წელს კომპანიაში,   5 თვის გაყიდვების მაჩვენებელმა  100 მილიონს მიაღწია.  ხოლო მომავალში  EMUI მომხმარებელს მეტ აპლიკაციასა და სინერგიულ მოწყობილობათ შორის გამოცდილებას ჰპირდება,  რაც საკმოდ გაზრდის გაყიდვების რიცხვსაც.  HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...