1 6 : 4 5
 | 

მსოფლიო

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები ვუდი ალენის ფილმის პრემიერით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 10 ოქტომბერს ვუდი ალენის ფილმის  „A rainy day in New York” პრემიერით დაიწყება. 

რომანტიკული კომედია რეჟისორის რიგით 50-ე ფილმია, სადაც მთავარ როლებს სელენა გომესი და ტიმოთი შალამე ასრულებენ. 

ვუდი ალენის რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება:

·       12 ოქტომბერი - „ენი ჰოლი

·       13 ოქტომბერი - „მანჰეტენი

·       18 ოქტომბერი - „ჰანა და მისი დები

·       19 ოქტომბერი - „კაიროს მეწამული ვარდი“

·       20 ოქტომბერი - „შუაღამე პარიზში“

12 ოქტომბერს, ფილმის დაწყებამდე, 19:30-ზე ვუდი ალენის შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე მწერალი ლაშა ბუღაძე ისაუბრებს. 

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ყოველი თვე სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას ეთმობა. თიბისი სტატუსისა და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა. 

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ტარდება. 

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. 

ახალი ფილმის პრემიერა 10 ოქტობერს 22:15 საათზე შედგება, რეტროსპექტივის ყოველი სეანსი კი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...