0 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას სატელევიზიო ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დარწმუნდა, რომ ცხრა წლის განმავლობაში თუ რამე აღმშენებლობა იყო, სააკაშვილის დამსახურება იყო. 

„დედა, ეს გიგა ბოკერია, ისე „აჭრა“ სააკაშვილმა, სულ ჩერჩეტი გამოჩნდა. მართლა დავრწმუნდი, რომ თუ რაიმე აღმშენებლობა იყო სახელმწიფოებრივი ყოფილი ხელისუფლების დროს , მართლა სააკაშვილის ფლანგიდან კეთდებოდა მხოლოდ (დიახ გაერთიამებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სწორ გზაზე დგას).

აბა, ეს ძალაუფლებისთვის „მებრძოლი წურბელა“, ხელს თუ შეუშლიდა საერთო საქმეს, თორემ რისი გამკეთებელიც არის, კი გამოჩნდა! იმაზე ჩერჩეტი ყოფილა ბოკერია, ვიდრე მე მეგონა, მიდი, გიგა, გენაცვალე „გიგანტური“ ნაბიჯებით „ოცნებისკენ”. აკი ვამბობდი, ა, ბატონო, რა ჰქნას მეტი, რითი დაამტკიცოს, გაერთიანებული ოპოზიციის ხსენება არ უნდა, რადგან სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი, აბა, ცალკე ერთ პარტიას თვლის, რომ მოერევა, ამიტომაც მომიხსენია ბიკერიამ „ნაცმოძრაობის“ სპიკერად და არა - გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“-ს სპიკერად, „უსრულებს“ ბიძინას. 

თუ ივანიშვილის (რუსეთზე მომუშავე) ხელისუფლების გაშვება უნდა, მაშინ რა დროს იმ ძალას - „ძალა ერთობაშია“, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაღა იმ ძალას ებრძვი და ესვრი ტალახს?! დიახ, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სჭირდება საქართველოს, რა თქმა უნდა, პარტია - „კანონი და სამართლით“ , რომლის თავმჯდომარეც ვარ უმაგრეს ადამიანებთან ერთად და ბოლომდე მივიყვანთ დიდ სახელმწიფოებრივ საქმეს! საქართველო ძლიერი სახელმწიფო იქნება - „კანონით და სამართლით“, - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...