2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შაინხაიში, 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამართულ "ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019" - ზე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს.

"აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული კუთხე, სადაც სივრცეები დათმობილი აქვს 33 კომპანიას. 

"აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენი მიზანია  ისეთ  მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი ახალი პარტნიორების მოძიება და ბიზნეს ურთიეროთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ დრომდე ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ პორტფელიდან ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლუდის ბრენდებით და ნატურალური წვენით "ჩერო’’.  დღეს გამოფენის მეორე დღეა და უკვე არსებობს საკმოდ დიდი ინტერესი ასორტიმენტში არსებული სხვა პროდუქტების მიმართაც, მათ შორის უალკოჰოლო ლუდზე და ზედაზენის ლიმონათზე.  

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, კონკრეტულ შედეგებზე საუბარს კი უკვე გამოფენის დასრულების შემდეგ შევძლებთ.’’ - ს.ს. "ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ქურდაძე

აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართება. საშუალოდ გამოფენაზე 151 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძირითადად აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან. მას საშუალოდ 800 000 უნიკალური სტუმარი სტუმრობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 22:40

    ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავი...

     ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.  მარია ვან კერხოვემ ჟურნალისტებს განუცხად...

  • 23:12

    მეწყერს 20 ადამიანი ემსხვერპლა...

    ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვ...

  • 23:11

    დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდ...

     აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება.  „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინ...

  • 21:17

    სომხეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამ...

     სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელი...

  • 21:05

    იტალიაში დღე-ღამეში 55 კოვიდინფიცირებული გარდაიცვა...

    იტალიაში 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი კიდევ 318 ადამიანს დაუდგინდა, 55 კი გარდაიცვალა,  სულ ქვეყანაში ვირუსი 233 515 ადამიანს დაუდგინდა, 160 092 გამოჯანმრთელდა, 33 530 კი ვირუსს ემსხ...

  • 11:04

    თუ გუბერნატორები საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე უარ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოი...

  • 08:35

    არეულობა ამერიკაში - ტრამპის გადაწყვეტილებით მთელ ...

    თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არეულობის აღსაკვეთად დამატებით ფედერალური ძალებს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპის პრესმდივანმა...