0 8 : 4 2
 | 

მსოფლიო

ირანის ტერიტორიაზე უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა - დაღუპულია ბორტზე მყოფი 170 ადამიანი

უკრაინის საკონსულომ თეირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების დაღუპვა დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპულებს შორის არიან ირანის, უკრაინის, ბრიტანეთის, კანადის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო, ომანში ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა და სამშობლოში გაემგზავრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები