0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25%-იანი Cashback აქცია Mobil-ის ძრავის ზეთებზე „თეგეტა მოტორსისგან“

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის Mobil-ის ძრავის ზეთებზე 25%-იან Cashback აქციას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი რომელიც შეიძენს პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთს, დახარჯული თანხის 25%-ს დაიბრუნებს „თეგეტა ქარდზე“. დაგროვებული ქულების დახარჯვა შეგიძლიათ თეგეტას ფილიალებში ყველა პროდუქტსა და სერვისზე. აღნიშნული შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 31 მარტის ჩათვლით. 

სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც თეგეტას სერვისცენტრებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ და 5-7 დღეში მიიღოთ. 

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. თეგეტა მოტორსი გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Mobil, Shell და Motul. თეგეტაში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები. 

ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ზეთი უნდა შეიცვალოს სანამ მისი დეგრადაცია გამოიწვევს ძრავის დაზიანებას. ზეთის დაბინძურების დონის განსაზღვრა კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთულია, ამიტომ ავტომწარმოებლებს მოჰყავთ რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით. რეკომენდაციები განსხვავდება და დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, ძრავის კონსტრუქციულ თავისებურებებზე და ექსპლუატაცის პირობებზე. 

აღნიშნულის გათვალისწინებით გირჩევთ არჩევანი გააკეთოთ პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთზე, რადგან მას გააჩნია საექსპლუატაციო თვისებების მარაგი იმისათვის, რომ ყველაზე რთულ სამუშაო პირობებშიც უზრუნველყოს ძრავის საიმედო დაცვა და ხანგრძლივი მუშაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...