2 0 : 5 0
 | 

მსოფლიო

უკრაინის ყოფილი შს მინისტრი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ლეონიდ კოჟარას ტელეკომპანია „ინტერის“ ყოფილი დირექტორის, სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

საქმე ეხება 22 თებერვალს მომხდარ მკვლელობას, როდესაც კოჟარას სახლში სტარიცკის ცხედარი იპოვეს, მას  ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იარაღი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის. თუმცა კოჟარა და მისი მეუღლე ამტკიცებენ, რომ სერგეი სტარიცკიმ თავი მოიკლა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები