მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-03-27 00:34:03
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.
„დღეს 7286 ტესტი ჩავატარეთ. კორონავირუსით ინფიცირების 1196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 16 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში 3629 ადამიანია ინფიცირებული“, - აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები