2 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახელმწიფო ტერორი და მსხვილი კორუფციული სქემა ინვესტორის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით - რა ხდება ჭიათურის მაღაროებსა და „ჯორჯიან მანგანეზში“?

სახელმწიფო ტერორი და ინვესტორის ქონების ხელში ჩაგდების მსხვილი კორუფციული სქემა მაღაროელების ინტერესების იგნორირების ხარჯზე. 

უკვე მესამე წელია, ივანიშვილის ოჯახური კლანი, ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებს ატყუებს, მათ შრომას სათანადოდ არ აფასებს და გაუსაძლისი პირობების პარალელურად, მიზერულ ანაზღაურებას სთავაზობს. 

როგორ ჩაიგდო ხელში ივანიშვილის კლანმა „ჯორჯიან მანგანეზი“?

2017 წელს, ოლიგარქ ივანიშვილის მითითებით, „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურმანგანუმს, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხე ჰესს აერთიანებს, 480 მლნ. ლარით დააჯარიმეს. მიზეზი ეკოლოგიური პრობლემები იყო. 

ხოლო შემდეგ, ამავე მოტივით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 192-ე (ლიცენზიის პირობების დარღვევა) მუხლით, რომელიც გამოძიების დაწყების მომენტში ამნისტირებული იყო. 

სისხლის სამართლის საქმე ეხებოდა ნიადაგის დეგრადაციით გამოწვეულ ზიანს. 

თუმცა, ამავე მოტივით გამოძიება არ დაწყებულა მაგალითად, „არემჯი გოლდის“ წინააღმდეგ, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ზუსტად ანალოგიურ საქმიანობას ეწევა.

რატომ?

  • იმიტომ რომ იქ ივანიშვილის ინტერესია. ოქროც მისია და აფეთქებული ისტორიული ძეგლის, საყდრისის შედეგად მოპოვებული საბადოებიც.

ცხადია, ეს იყო შერჩევითი მიდგომა უცხოელი ინვესტორის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, როგორც მოხდა მაგალითად, 2018 წელს, „თბილგაზის“ შემთხვევაში, სადაც თბილისის მერ კალაძის სამეგობრომ მოიპოვა გავლენები და დღემდე ის მართავს კომპანიას.

გამოძიების პარალელურად, შპს „ჯორჯიან მანგანეზ“-სს დააკისრეს საგადასახადო ჯარიმა 200 მლნ. ლარის ოდენობით, რომელიც მოგვიანებით ანუ მას შემდეგ, რაც მმართველობა ივანიშვილის კლანმა გადაიბარა, 7 მილიონამდე შეამცირეს.

ბოლოს კი, ქართულმა ოცნებამ გააკეთა ის, რის გამოც დაიწყო გამოძიება და რეალურად რა ფარული მოტივიც ამოძრავებდა ივანიშვილს - სახელმწიფომ კომპანიას დაუნიშნა დროებითი მმართველი, „რიჟასა“ და ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.

  • რუსეთის მოქალაქე „რიჟა“ ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი და ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“, ზესტაფონის ფეროს შევარდნაძის დროსაც მართავდა. 

კერძოდ, ის იყო ნუგზარ შევარდნაძის კლანის წევრი. მათ გაკოტრებამდე მიიყვანეს კომპანია. სწორედ მისი წყალობით აკონტროლებს დღეს ივანიშვილის ოჯახი „ჯორჯიან მანგანეზსს“.

მარტივად რომ ვთქვათ: უკვე რამდენიმე წელია, ივანიშვილი, სახელმწიფოს, მამაცაშვილისა და „რიჟას“ გამოყენებით არაფორმალურად ფლობს კომპანიას, რომლის წვლილი, ქართულ ექსპორტში, 20 პროცენტია და რომელსაც ჯამში დასაქმებული ჰყავს 5,000 ადამიანი. 

სტატისტიკა: მხოლოდ 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან 108,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

შესაბამისად, ამ დროიდან მოყოლებული, ჯორჯიან მანგანეზის შემოსავლებსა და მოგებას განკარგავს არა ინვესტორი, რომელმაც ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, არამედ, ივანიშვილი და მისი ოჯახური კლანი. 

  • „ჭიათურელები შრომისმოყვარე, თავისუფალი და ამაყი ხალხია, რომელთა დიდი ნაწილი, ივანიშვილის მახინჯმა და კორუფციულმა სისტემამ სიღარიბისთვის, უმუშევრობისა თუ დაბალი შემოსავლისათვის გაიმეტა.

ჭიათურელები ენდნენ მილიარდელს მეზობელი საჩხერიდან, თუმცა მან, ეს ხალხი მოატყუა და გადააგდო, ისევე როგორც მთელი საქართველო. ივანიშვილმა, ჭიათურაში, სიტუაცია არათუ გამოასწორა, არამედ, შეიძლება ითქვას რომ უკიდურესად დაამძიმა. 

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ სამწუხაროდ, ჭიათურას არც ადრე ექცეოდა სათანადო ყურადღება. 

ამიტომაც, სხვადასხვა კლანის წარმომადგენლებს, ეს ქალაქი ყოველთვის სურდათ როგორც ფულის საჭრელი დაზგა და არა, მაგალითად, ტურისტული ცენტრი, კლდეებში ჩაძირული და მსოფლიოში უნიკალური ადგილი დედამიწაზე.

თუმცა, ჭიათურა, არასოდეს ისეთი ღარიბი და დაჩაგრული არ ყოფილა, როგორიც ახლაა. 

  • ივანიშვილი და მისი კარის ბიზნესმენები, მაღაროელთა ჯანმრთელობის, ზოგჯერ კი მათი სიცოცხლის ხარჯზე მილიონებს შოულობენ, ქალაქი კი, ეკოლოგიური კატასტროფის პარალელურად, სოციალური აფეთქების ზღვარზეა.    
  • არადა, პოლიტიკური ნების, გულისა და გონების გაერთიანებით, სრულიად შესაძლებელია ჭიათურა ამოვიდეს სიღარიბიდან და მანგანუმის გარდა, ტურისტული ადგილებითაც გახდეს ცნობილი. ხოლო მაღაროელებს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.

ეს რეალობაა, მაგრამ ეს რეალობა ვერ განხორციელდება კორუფციის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში. 

დიდი და ისტორიული ცვლილებებია საჭირო - წელსვე“ - ამბობს ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი კაპანაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...