0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილებს, ფარცხალაძეებს და მაფიის სხვა წევრებს იმ საქართველოს, რომელიც ჩაიჯიბეს, ამოვუღებთ ჯიბიდან

 

„ზესტაფონში არის კორუფცია, რომელსაც უკან უდგას უდიდესი კლანი და მას მთავრობა ხელს აფარებს“-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ზესტაფონის ოფისის გახსნისას განაცხადა.

„ლელოს“ ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და დაპირდა, რომ ქალაქში იმ კორუფციას დაასრულებს, რომლითაც მხოლოდ ერთეული ოჯახები ითბობენ ხელს.

„ ჩვენ არ გვაქვს მისათვისებელი ქვეყანა, რომელსაც დღეს მაფიოზური კლანები ითვისებენ.  მოღალატე მთავრობის ადგილი ქვეყნის სათავეში არ არის. 

 ის ქმედებები, რაც ზესტაფონში ბიზნესის სახელსაა ამოფარებული, ბიზნესი არ არის. მე და ბადრის წლების განმავლობაში სხვანაირად გვაქვს საქმე გაკეთებული, სხვა სახის ბიზნესი გვაქვს  შექმნილი, სადაც ადამიანი დაცული იყო, სადაც მას  ჰქონდა ყველა ის პირობა, რომელიც ღირსეული შრომის უფლებას აძლევდა. 

ამ მაფიამ კი ე.წ ჰიბრიდი გააკეთა, გააერთიანა კერძო, სახელმწიფო და დროებითი მმართველობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზესტაფონიდან მიღებული თანხები ერთეულების ოჯახებში გადანაწილებულიყო. ჩვენ ამ მიდგომას ძირფესვიანად შევცვლით. ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილებს ფარცხალაძეებს და მაფიის სხვა წევრებს იმ საქართველოს, რომელიც ჯიბეში ჩაიდეს, ამოვუღებთ ჯიბიდან,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელომ“ ქალაქ ზესტაფონში რიგით 22-ე წარმომადგენლობა გახსნა. პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად ყველა ის საკითხი გაიარეს, რომელიც რეგიონს აწუხებს და რისი მოგვარებაც არჩევნების შემდეგ პრიორიტეტია ადგილობრივებისთვის. 

„ზესტაფონელები პოზიტიურად დაგვხვდნენ და მათი მხრიდან ნამდვილად იგრძნობა მოტივაცია. მოტივაცია კი  ოქტომბრიდან  ახალი ცხოვრების დაწყებას გულისხმობს, რომელსაც „ლელოსთან“ ერთად დაიწყებენ.  „ლელო საქართველოსთვის" იქნება ავანგარდში და საქართველოში დაიწყება აღმშენებლობა, რაც თავისთავად  სიღარიბისა და  უმუშევრობის დამარცხებას გულისხმობს. იმ რეფორმების საფუძველზე კი, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, ქართველი ადამიანი  დადგება ფეხზე. ეს არის ჩვენი გამოწვევა და მიზანი, რომელსაც განვახორციელებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

ამასთან, „ლელოს“ ლიდერმა მოსახლეობას ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც შექმნის ჯანსაღ სახელმწიფოს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოქტომბრიდან დაიწყება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლის სათავეში „ლელო“ იდგება.

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...