1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართულმა ოცნებამ მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია

„არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. ჩვენ მათ არ  მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთონ ეს.“ 

დღეს 3 საათზე უნდა გაიმართოს სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აარჩევენ.  „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს  მერაბ ტურავას მოსამართლეებისგან უკვე აქვს 5 ხმა  და ის აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ბათუმში  აქცია მოჰყვა.  აქციას   „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილიც ესწრება.  მისი თქმით, არ შეიძლება, სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს. 

„ქართული ოცნება“ გეგმავს, მთლიანად გადაყლაპოს  საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, ჩუმად და კომფორტულად გააკეთოს ეს. ყველა მოსამართლემ, ვინც ამ ფორმით დაიკავა  მოსამართლის ადგილი, უნდა იცოდნენ,  რომ ეს თანამდებობა არის დროებითი.  ეს უნდა გაითვალისწინოს ბატონმა ტურავამაც,“-განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა.  

 „ლელო საქართველოსთვის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სამართლით მოვაჭრეებად აქცია. 

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“  მოსამართლეებად კი არა, სამართლით მოვაჭრეებად გადააქცია ყველა ის მოსამართლე, რომელიც მათი მმართველობის დროს დანიშნეს.  ჩვენ კი ვთვლით, რომ  ვაჭრობის პროცესი სასამართლოში უნდა დასრულდეს.  ვიცით, როგორ და სად არის საკონსტიტუციო მოსამართლის ბედი გადაწყვეტილი, კანონი მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომ შეეძლება საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული საქმის ბედზე იქონიოს გავლენა და ამისთვის მას ბევრი ბერკეტი ექნება,“- განაცადა ანა ნაცვლიშვილმა. 

აქციის მსვლელობისას ნაცვლიშვიმა  მანანა კობახიძეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. 

„მე მინდა მანანა კობახიძეს მივმართო,  რომ მას აქვს შანსი, გამოიჩინოს პრინციპულობა, დადგეს  ისტორიის სწორ მხარს და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეწოლებისა, ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...