2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონა ვირუსის ყალბი დიაგნოზებით სუს-ი დაინტერესდა

"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟით და ჩვენი რესპოდენტებით სუს-ი დაინტერესდა. დღეს, ლილუაშვილის უწყებაშია დაბარებული ყველა, ვინც შაბათის გადაცემაში, კოვიდ 19-ის დიაგნოზით ვაჭრობის თემაზე ღიად ლაპარაკობდა.

რესპოდენტები მარნეულიდან "მთავარ არხს" უყვებოდნენ, რომ ბოლო პერიოდში, გარდაცვალების ცნობაში კორონა ვირუსის დიაგნოზის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ სოლიდურ თანხებს სთავაზობდნენ.

მიმდინარეობს თუ არა სუს-ში ძიება იმ ფაქტებზე, რასაც "მთავარი არხის" რეპორტაჟი ეხებოდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბოლო პერიოდში, მარნეულიდან ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც ხმას იმაღლებს და საჯაროდ საუბრობს პრობლემურ საკითხებში, სუს-ი იბარებს და ამ ფორმით მათზე ზეწოლას ახორციელებს, რისი დასტურიც ისაა, რომ გამოკითხვიდან გამოსული მოქალაქეები, როგორც წესი, ხმამაღლა აღარ საუბრობენ.

ამჟამად სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება ორი ადამიანი, რომლებიც "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბრობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების დიაგნოზში კოვიდ 19-ის ჩაწერის სანაცვლოდ მსხვილ თანხას სთავაზობდნენ. 

გუშინ მივიღე უწყება, რომ სიუჟეტთან დაკავშირებითდამიბარეს. ბაზარში გავიგე, რომ კონკრეტულად იცოდნენ, ვის ეხებოდა საქმე. ამაზე ბევრი ლაპარაკობდა, სიუჟეტშიც ამას მოვყევი, - ამბობს სუს-ში დაბარებული ზანურა თალიბოვა.

ადვოკატ ალი ბადიროვის თქმით, კონკრეტული დეტალები მხოლოდ გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. ისიც იხსენებს, რომ მარნეულიდან არაერთი აქტივისტი იქნა ბოლო ხანებში დაბარებული და აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სუს-ში რიგითი მოქალაქეა დაბარებული. 

შესაძლებელია, სუს-ის სურვილია, მართლა გამოიძიოს თუ ვინმე სთავაზობს რომელიმე ოჯახს ასეთ თანხებს, ეს სუს-ს ინტერესშიც უნდა იყოს, - ამბობს იგი. 

 შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" სიუჟეტში საუბარი იყო კოვიდ 19-ის ყალბ დიაგნოზებზე, რომელთა ჩაწერის სანაცვლოდაც გარდაცვლილის ოჯახებს სოლიდურ თანხებს სთავაზობდნენ.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები