1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ან სინდისი არ გაქვთ, ან ნამუსი ან ადამიანობის არაფერი შეგრჩათ ასე რომ სვრით ტალახში ამ ბავშვის სახელს - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ბაჩალიაშვილზე

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ხათუნა მშვიდობაძე ფეისბუქში თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ სპეციალურ პოსტს აქვეყნებს:

"To whom it may concern:

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა და უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ მაღალანაზღაურებადი სფეროა. ვიღაცეები აზიარებენ რომ გარდაცვლილ გოგონას ჰქონდა ანგარიშზე 75 000 ლარიო და ამით უკავშირებენ მის საქმიანობას კიბერ კრიმინალურ სინდიკატს. ან სინდისი არ გაქვთ, ან ნამუსი ან ადამიანობის არაფერი შეგრჩათ ასე რომ სვრით ტალახში ამ ბავშვის სახელს?! რა ხალხი ხართ თქვენ? ვინ ხართ? სად გაიზარდეთ მართლა?!

კიბერუსაფრთხოების სფეროში ვარ უკვე ათი წელია და ამ მიმართულებით დიდხნიანი გამოცდილება მაქვს. ამ სფეროში კადრების დეფიციტი არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიცაა--თვით ინტერნეტ ტექნოლოგიების ქვეყანაში. ევროპაშიც კადრების დიდი დეფიციტია, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ ანუ მოთხოვნა აჭარბებს (მსოფლიო ბაზარზე) მიწოდებას--ამ პროფესიის კადრებზე. ელემენტარული supply-demand-ის საკითხია. შესაბამისად ანაზღაურებაც მაღალია. საშუალო დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში არის დაახლოებით 150 დოლარი. (მაღალი დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში ბევრად მეტია) ეხლა გადავამრავლოთ რვა საათზე და დღეში გამოდის 1200 დოლარი. დამწყები პროგრამისტის ანაზღაურება დაახლოებით 50 დოლარია. გადავამრავლოთ რვა საათზე გამოდის 400 დოლარი დღეში. ეხლა გადავამრავლოთ ათ დღეზე, გამოდის 12,000 დოლარი საშუალო დონის პროგრამისტზე და დამწყები დონის პროგრამისტზე 4,000 დოლარი. (ათ დღეში). ეხლა ავიღოთ პენტესტერების დღიური შემოსავალი-- მინიმუმ 500 დოლარია დღეში, საშუალოდ 1000 დოლარი დღეში. ეს სფერო ბევრ სუბ-სპეციალობას მოიცავს და ყველა მიმართულების საათობრივ, დღიურ თუ თვიურ ხელფას ვერ ჩამოვწერ აქ.

 

თან ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით იცვლება. საკმარისად მოვიყვანე მაგალითები. რა არის ეხლა იმაში გასაკვირი რომ გარდაცვლილი გოგონას ანგარიშზე 75 000 ლარი (დაახლოებით 25 000 დოლარი) შესაძლოა ყოფილიყო. ერთერთი მედია საშუალება ავრცელებს ამ ინფორმაციას, აზიარებს უამრავი და ჩირქს ცხებენ გარდაცვლილს. ერთ პროექტში შეიძლება გადაგიხადონ ეს თანხა. სანამ სისულელეებს დაწერთ და დაიჯერებთ, იქნებ ვინმეს ვინც თქვენზე მეტი იცის ჰკითხოთ მაინც. ან ბოლობოლო დაგუგლეთ. ზოგადი წარმოდგენა მაინც გექნებათ. მერე რომ მიადექით ამ კომპანიას და ამოსვარეთ ტალახში ასე ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ეს როგორ შეიძლება?! ეთიკის ნორმები დაიცავით მაინც.

პ.ს კიდევ კომპიუტერის პაროლი როგორ ვერ გატეხესო? ხალხნო, FBI vs Apple ქეისი წაიკითხეთ მაინც, ასე მარტივი ამბავი არ არის ეს და ასეთი ქეისები ბევრია. ყველას კი არ აქვს პაროლად 123456. გმადლობთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...