0 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსის გართულების გამო ვოლოდიმირ ზელენსკი კლინიკაში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომლებიც COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებული, მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გამოცემა ასევე წერს, რომ პრეზიდენტის პალატაში სპეციალური კავშირის საშუალებები დაამონტაჟეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, უკრაინის პრეზიდენტსაც და ადმინისტრაციის უფროსსაც ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი აქვთ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გვერდით არავინაა და ისინი იზოლირებულ პალატებში იმყოფებიან.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, კლინიკაში გადაყვანილმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკვე ჩაატარა რამდენიმე დისტანციური თათბირი და მომავალშიც ასე გეგმავს, სანამ ვირუსისგან არ განიკურნება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები