0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეოლოგი ბასილი კობახიძე-პატრიარქს კორონა დამართეს.. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე

თეოლოგ ბასილი კობახიძის ინფორმაციით კათოლიკოს პატრიარქს კორონავირუსი აქვს.

"ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა, მაგალითად, საპატრიარქოს პროტოკოლის უფროსი, ცნობილი კაგებეშნიკი დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. დღეს კი დგანან ეს მეუფეები და ფარისევლურად პატრიარქის საჯანმრთელო წირვებს აღავლენენ. ჯერ კიდევ ათი თვის წინ ვყვიროდით მე და ჩემი მეგობრები, რომ მსოფლიო პანდემიის დროს რისკის ჯგუფის წინა ხაზზე მდგომ ასაკოვან ადამიანს გაფრთხილება სჭირდება. როდესაც მას ეს საფრთხე თვითონ არ ესმის, მაშინ მოსაყდრის პირდაპირი მოვალეობა იყო შესაბამისი. ტვინნაღრძობი საპატრიარქო ახლა მალავს ამ ფაქტს, რადგან მათი დოგმების მიხედვით თუ ილია მეორეს კორონა მიეკარა, ეს დიდი სირცხვილია და მაშინ ღმერთი არ არსებობს. უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს კი ეტყობა ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა,"- წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...