1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კადიროვი 300 ათას რუბლს ჰპირდება ყველა მოხალისეს, ვინც უკრაინაში საომრად წავა

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას ჰპირდება ყველა იმ მოხალისეს, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად წავა.

ამასთან, კანდიდატების მოთხოვნები მინიმალურია – ისინი უნდა იყვნენ “ჯანმრთელი” მამაკაცები 50 წლამდე, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სამხედრო სამსახურის გამოცდილება ან საბრძოლო გამოცდილება.

ამავე დროს, მათთან კონტრაქტი არ გაფორმდება. მოხალისეები უკრაინაში გაიგზავნება გროზნოში მოხალისეთა დასაქმების ცენტრის მეშვეობით.

შემდეგ მათ 10-დღიანი ინსტრუქტაჟი და ომში წასვლა ელოდებათ.

ცნობისთვის, მარტის შუა რიცხვებში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად გროზნოდან პირველი ათასი მოხალისე გაემგზავრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები