1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რისკები, რომლებიც ზაფხულში ზამთრის საბურავებით გადაადგილებას ახლავს

ზაფხულის დადგომა ნანატრ შვებულებასთან, მზესთან, დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება. ამ სეზონზე გზებზე მოძრაობა იზრდება. საყვარელი ან ახალი ადგილების სანახავად, ძირითადად, ქალაქიდან შორს მივემგზავრებით და ჩვეულებრივთან შედარებით, ავტომობილით ბევრად დიდი მანძილის დაფარვა გვიწევს. შორ გზაზე მოგზაურობისას კი ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

გამართული ავტომობილისთვის კი ერთ-ერთი მთავარი დეტალი სეზონისთვის შესაბამისი საბურავია. ზამთრისა და ზაფხულის საბურავები ერთმანეთისგან პროტექტორის ფორმით, ზომით, განლაგებით, შემადგენლობითა და ბევრი სხვა დეტალით განსხვავდება.  

მიუხედავად ამისა, ხშირად მძღოლები მანქანის სეზონური გამართვის აუცილებლობას ვერ აცნობიერებენ. სხვადასხვა მიზეზის - დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით, ცდილობენ, ამ საჭიროებას თავი აარიდონ. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს ავტომობილის მოვლის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებები. ალბათ ბევრი მძღოლისგან გსმენიათ, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით გადაადგილება პრობლემა სულაც არ არის და სეზონის შესაბამისი საბურავების შეძენა ზედმეტი ხარჯი თუ დროის კარგვაა.

ალბათ, მძღოლებისგან პირადი ისტორიებიც მოგისმენიათ, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით ყველანაირი ექსცესების გარეშე გადაადგილდებიან. 

თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია. შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს გაუმართლა, თუმცა ეს ერთეული ისტორია სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრავ სხვა ავტომობილსაც არ შეექმნება პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სეზონისთვის შეუფერებელი საბურავებით გადაადგილდებით, უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ.

არსებობს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ზაფხულში სეზონისთვის განკუთვნილი საბურავების გამოყენება აუცილებელია:  

სამუხრუჭე მანძილის გაზრდა

ზაფხულის საბურავები დამზადების ტექნოლოგიითა და ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მაღალი ტემპერატურის პირობებში აქტიურდება მისი შემადგენელი ნივთიერებები და გზის ზედაპირთან მოჭიდების ხარისხი იზრდება. ხოლო ზამთრის საბურავები მაღალ ტემპერატურაზე ელასტიკური ხდება და ეფექტურობას კარგავს. უამრავი ექსპერიმენტით დასტურდება, რომ  ზაფხულის საბურავი დამუხრუჭებისას ბევრად ეფექტურია ზამთრის საბურავთან შედარებით. შესაბამისად, თუ  გინდათ ავტომობილით გადაადგილებისას მშვიდად იგრძნოთ თავი, აუცილებლად სეზონის შესაბამისად უნდა შეცვალოთ საბურავები.

მოცურების მაღალი ალბათობა

როდესაც  ზაფხულის ცხელ დღეებში საბურავების ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მათი ქიმიური შემადგენლობა არ იგულისხმება. დიდი დატვირთვა აქვს პროტექტორებს. მათი განლაგება, ფორმა და ზომა განაპირობებს გზის ზედაპირთან მოჭიდების ხარისხს. ზამთრის საბურავის პროტექტორები არის მაღალი, მათ შორის საკმაოდ  დიდი სივრცეა და ამის გამო საბურავის ზედაპირის მხოლოდ ნაწილი ეხება გზას. მაღალი ტემპერატურის პირობებში კი პროტექტორები ელასტიკური ხდება. მკვეთრი მანევრის შესრულებისას ან დამუხრუჭებისას  იზრდება იმის ალბათობა, რომ ავტომობილი მოცურდეს. 

წვიმის დროს გზის სველ ზედაპირზე მართვის გართულება

როგორც უკვე აღვნიშნე, ზაფხულისა და ზამთრის საბურავები ერთმანეთისგან პროტექტორების განლაგებითაც განსხვავდება. ზაფხულის საბურავების პროტექტორები იმგვარადაა განლაგებული, რომ, თუ წვიმიან ამინდში მოგიწევთ გადაადგილება, საბურავები წყალს მაქსიმალურად განდევნის გზის ზედაპირიდან, რაც მოცურების ალბათობას შეამცირებს, შესაბამისად, მსგავს პირობებში ავტომობილის მართვა ძალიან მარტივია. ზამთრის საბურავებს კი, პროტექტორების განლაგების გამო, მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს.   

ცვეთის დონის ზრდა

მძღოლების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია მითი, რომ ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებთან შედარებით უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში კი რეალობა სხვაგვარია. ზამთრის საბურავები მაღალი ტემპერატურის პირობებში ძალიან ელასტიკური ხდება და, შესაბამისად, მისი ცვეთის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ზამთარში. ასე რომ, საბურავებზე გაკეთებული ეკონომია გრძელვადიან პერიოდში საერთოდაც არ არის მოგებიანი. პირიქით, უფრო მეტ ხარჯთან და რისკებთან არის დაკავშირებული.

ხმაური გადაადგილებისას

უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, ზაფხულის საბურავებით მოძრაობა კომფორტის წინაპირობაცაა. ის ზამთრის საბურავებთან შედარებით მსუბუქია, აგებულებითა და შემადგენლობით კი - განსხვავებული. შესაბამისად, როდესაც ზაფხულის დადგომისას ავტომობილზე ზამთრის საბურავებს მოხსნით და ზაფხულისთვის განკუთვნილ საბურავებს დააყენებთ, ავტომობილის დაძვრისას იგრძნობთ, რომ მსუბუქად და უხმაუროდ გადაადგილდებით.    

ეს მიზეზებიც კმარა, რომ უკვე ზაფხულის საბურავების მოძიებაზე დაიწყოთ ზრუნვა. ყველაზე დიდი არჩევანი კი „თეგეტა მოტორსის“ფილიალებში დაგხვდებათ და  სპეციალური შეთავაზებებითაც ისარგებლებთ. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...