1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, საქართველოს გაუმართლა, რომ ისტორიის ამ ეტაპზე "ოცნებაა" ხელისუფლებაში - პაპუაშვილი

"ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების ინტერესებით. 

ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს, იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ "ქართულ ოცნებასა" და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება. მათ სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში, აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ რას მოითხოვა ოპოზიცია, მოითხოვდა საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა,  ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.

ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...