0 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას გეგმავს

„ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა, არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები [რესტორნები, კაფე-ბარები...] კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესს. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს სანქციების გამკაცრება, დაწესებული ჯარიმების გაზრდა, თუმცა ძალიან დიდი პრობლემაა ხმაურის გადამეტება ღამის საათებში. ადამიანებს აქვთ სურვილი დაისვენონ, განიტვირთონ და კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ სივრცეებში არის სერიოზული პრობლემა ხმაურის გადამეტებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, მაგრამ აღნიშნული სანქციები არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით და ხელს არავის ვუშლით, მაგრამ ადამიანის უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს ხმაური, რომელიც ღამის საათებში მათთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, უნდა იყოს მოწესრიგებული.

კანონპროექტის მიხედვით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით. მესამე და ყოველ მომდევნო დარღვევაზე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით. გვქონდა კონსულტაციები პარლამენტთან, მათთან ერთად გავიარეთ ყველა დეტალი. იმედი მაქვს, კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უფლებები, მაქსიმალურად დავეხმაროთ, მათ კანონიერი უფლება აქვთ 23:00 საათის შემდეგ დაისვენონ, განიტვირთონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...