0 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ამილახვარი - 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

როგორც ამილახვარმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ახალი რეგულაციის მიხედვით, პირველ კლასში ბავშვის შეყვანა მშობლის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

„იცით, რომ წელს ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ 6 წელი, შეეძლოთ სკოლაში შესვლა. ახლა დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ. ასევე, ამავე კანონპროექტში ჩავწერთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან, სკოლაში ის ბავშვებიც შევლენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. აქ უკვე ეს საკითხი დამთავრდება. ეს იქნება ნებაყოფლობითი. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მზადაა მიიყვანოს სკოლაში, კი ბატონო, ამ თარიღამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ. თუ არადა, ის წელიც შეუძლიათ ბაღში დარჩნენ, საჯარო ბაღს ვგულისხმობ და შემდეგი წლიდან შევიდნენ სკოლაში“, - განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები