2 1 : 4 8
 | 

კრიმინალი

შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

"ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    საქართველოში ყალბი 100 დოლარიანები საღდებოდა...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის გან...

  • 10:56

    პრინც ჰარისა და მეგან მარკლის თვითმფრინავს მეხი და...

    პრინც ჰარისა და მეგან მარკლის თვითმფრინავს მეხი დაეცა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების...

  • 12:03

    სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება - დაკავებ...

    დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს - აღნიშნული ინფო...

  • 12:02

    სავარაუდო მკლელობა - საბერძნეთში საქართველოს 24 წლ...

    საბერძნეთში, ქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა ...

  • 10:04

    უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და შემოსავლის ლეგ...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებ...

  • 14:46

    „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევა...

    თავდასხმა „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე - „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს.ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის...

  • 12:16

    ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს...

    ოჯახში ძალადობაში 2018 წელს 16 პოლიციელი ამხილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს წარადგინა....