1 5 : 5 1
 | 

კრიმინალი

შურისძიების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის მცდელობა - ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში ხელყუმბარის ჩამოგდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 10 ივლისს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დაშავებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენე...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰო...

  • 10:30

    1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სან...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა...

  • 15:00

    20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019...

  • 11:34

    პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის" მაღაზიიდან ტელეფონები...

    პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს, მაღაზიაში შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.არსებული ინფორმაციით, მაღაზიის დატოვებისას მათ რამდენიმე ტელეფონ...

  • 10:37

    20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს...

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგიშინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებ...

  • 18:13

    20-21 ივნისის დარბევა - ასე ურტყამდა შსს-ს თანამ...

    20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.„20-21 ივნი...

  • 14:24

    საბაჟოზე 4 ფუთა „თორიუმი" ამოიღეს - დაკავებულია სო...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა."სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტა...