1 6 : 1 2
 | 

კრიმინალი

სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა, ბათუმის სანაპიროზე 3 ტურისტი დაჭრა

ბათუმში, სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი აზერბაიჯანელი ტურისტია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. 

პირველადი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხის, ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილში ჭრილობები აღენიშნებათ.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები