0 7 : 4 3
 | 

კრიმინალი

თბილისში სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 18 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ლონდონის ბაღში დაჭრილი 18 წლის ბიჭი, საბა გაბედავა ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. იგი ,მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები წელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

კლინიკაშია მოთავსებულია გაბედავას მეგობარი ნიკა ჩაჩუაც, ის სასტიკად არის ნაცემი. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, თუმცა ბაჩანა ციცქიშვილის ადვოკატი ამტკიცებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დააწერინეს.

"აღებულია ნაცხები, რომ ჩატარდეს დე-ენ-ემ-ის ანალიზი და აგრეთვე, ტანსაცმელები, რომლითაც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა სხვა ადამიანის სისხლი. თვითონ იმ ტერიტორიაზე, რაც მე ინფორმაცია მაქვს, ნაცემი იყო რა, {ამ ბიჭების მხრიდან?, ამას ამ წუთას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ნელნელა გავარკვევთ", - ამბობს ადვოკატი ცოტნე ჭკადუა.

მომხდარზე გამოძიება 2 ან მეტი პირის დაჭრის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ინციდენტი გუშინ ლონდონის ბაღში მოხდა. საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა , რომლებიც მეგობრები არიან დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები