2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს: პირი, რომელმაც 82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი მოუკიდა, დაკავებულია

სამართალდამცველებმა თბილისში ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:44

    სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა - დაკავებულია 29 წლი...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19...

  • 15:45

    ,,ფულიც წაიღეს და სუნამოებიც.. ტორტებში ფული არ და...

    ოზურგეთში, არასრულწლოვნებმა პარფიუმერიის მაღაზია გაძარცვეს.მოზარდები დააკავეს, თუმცა კანონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ადგილობრივები ქურდობის გახშირებულ ფაქტებზე ყვებიან.    გუშინ ღამე 10 ს...

  • 14:33

    ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალი მოკლეს...

    ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში -  ლილოს წინუბანის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა 22 წლის გოგოს მკვლელობის მიზეზი. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის ს...

  • 18:36

    სენაკში "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეი...

    მთავარი არხის ინფორმაციით, სენაკში "საქართველოს ბანკში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოქალაქეს ჩანთა გასტაცა.    შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა გაქცევა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ბ...

  • 17:14

    დაჭრა გურჯაანში - 24 წლის ბიჭს 18-მდე ჭრილობა აქვს...

    გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არყის გამოხდის დროს დაიწყო, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურ...

  • 16:09

    თბილისში 23 წლის პოლიციელი დაჭრეს...

    სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ზაარბრიუკენის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრუ...

  • 14:27

    საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა...

    მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმ...